/ამბროლაური გემო-ფესტს მასპინძლობს

ამბროლაური გემო-ფესტს მასპინძლობს

Spread the love

დღეს 26 აგვისტოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი  გემო-ფესტი, ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი არის ადგილობრივი ღვინოც. ადგილზე განთავსებულია სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.

პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია.

პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ. მონაწილე ოჯახებისა და კვების ობიექტებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა: სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება, ფასწარმოქმნა და ა.შ.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.


Spread the love