USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ახალ, მასშტაბურ საგრანტო კონკურსებს აცხადებს
USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” აგრძელებს ინოვაციური საგრანტო პროგრამების განხორციელებას. ამ ეტაპზე, პროგრამამ გამოაცხადა 2 ახალი საგრანტო კონკურსი – “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად” და “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის”. თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამის განხორციელების შედეგად, სექტორულ დონეზე შეიქმნება ტრენინგის მიმწოდებელთა ქსელი, ასევე კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მზარდი და ეფექტური მოდელები.
საგრანტო კონკურსის “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად” (გრანტის მაქსმიმალური ოდენობა $300,000 აშშ დოლარი თითოეულ პროექტზე) ფარგლებში გაცემული გრანტი დახმარებას გაუწევს ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების ან/და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებას/ გაუმჯობესებას და განხორციელებას, რაც, მაღალი პოტენციალის მქონე დარგების განვითარებისთვის, მყისიერად გადაჭრის შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამო უნარების პრობლემას. აღნიშნული გამოცხადების ფარგლებში აქტივობები შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ქალაქების ჩათვლით.
საგრანტო კონკურსი “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის” (გრანტის მაქსმიმალური ოდენობა $500,000 აშშ დოლარი თითოეულ პროექტზე) მიზნად ისახავს ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში არსებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო, მომზადება/გადამზადების ან/და სასერტიფიკატო პროგრამების რეპლიკაციას, კერძო სექტორის მოთხოვნებზე მორგებას და მათ განხორციელებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონალურ დონეზე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას და დამსაქმებელთა პროდუქტიულობის ზრდას შემოსავლების მიღების მიზნით. მოცემული გამოცხადების ფარგლებში აქტოვობები შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, 5 ქალაქის გარდა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ფოთი.
გთხოვთ იხილოთ შესაბამისი ბმულები, სადაც ხელმისაწვდომია წარმოსადგენი განაცხადების ფორმები და დამატებითი ინფორმაცია:
Facebook: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram/
LinkedIn: (4) USAID Industry-led Skills Development Program-დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის | LinkedIn
Website: https://iesc.org/…/usaid-industry-led-skills-development/
საგრანტო კონკურსი “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად”: https://www.jobs.ge/en/?view=jobs&id=350797
საგრანტო კონკურსი “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის”: https://www.jobs.ge/en/?view=jobs&id=350798
გრანტთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ კითხვები: skillsgrants@iesc.org
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნეს და პროფესიულ ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, შესაძლებელია კონსორციუმის შექმნაც.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 2022 წლის 18 მარტისა, 18:00 სთ.
გამოცხადებული გრანტის ფარგლებში, 8 თებერვალს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, გრანტის მაძიებლებისთვის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებიდან. მსურველებს, გთხოვთ, გააგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე: skillsgrants@iesc.org. საინფორმაციო სესიების დეტალებს დროისა და ადგილის შესახებ გაცნობებთ რეგისტრაციისას.
USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.