/ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის მუზეუმის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის მუზეუმის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

Spread the love

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის მუზეუმის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ეს დიდი საჩუქარია, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მთელი რეგიონის და ქვეყნისთვის.

ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოავლინა. მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია.


დღევანდელი სამუშაო დღე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა, მუზეუმის მშენებლობის მორიგი დათვალიერებით დაიწყო. მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი გვიყვება: „ელექტრომონტაჟი დასრულებულია, გათბობის ქსელი ხვალ გაივლის დატესტვას . ორივე სართული დასრულებულია. ყველგან, იატაკებზე, კიბის უჯრედებში და სხვა, გამოყენებულია წიფლის მოხარშული ხე-მასალა. სულ რამდენიმე დღე გვჭირდება მთლიანი სამუშაოების დასრულებამდე იქნებ, ამინდმა არ შეგვიშალოს ხელი. მინდა გითხრათ, რომ სამუშაოები მეტად მოცულობითი იყო. მარტო 3300 კუბური მეტრი ნარჩენის გატანა მოგვიხდა. შენობის მთლიანი ფართობი 1800 კვადრატული მეტრია“.

ორსართულიან შენობაში განთავსებულია საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო დარბაზი, ფონდების საცავი, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეები. შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აიგო და რაც მნიშვნელოვანია, ის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სულ მოკლე ხანში, რაჭის მუზეუმში გადავა ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღემდე დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია: კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, ისტორიული ფოტომასალები, ხელნაწერი ისტორიული დოკუმენტები და სხვა კოლექციები, 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი.


Spread the love