13-14 ოქტომბერს (12:00-19:30/09:30-20:00) ქ. ამბროლაურში,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო გამოკლევებს უფასოდ.პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისებია:
მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევა;
მამოლოგის კონსულტაცია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევა;
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
აღნიშნული კვლევები ჩატარდება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,მისამართი ბრატისლავა-რაჭის ქ. N11
2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.
თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, რაც 50 000$-ის ოდენობით განისაზღვრება, იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
15-16 ოქტომბერს (09:30-20:00) აღნიშნული ღონისძიება ასევე იქნება ქალაქ ონში. მისამართი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ -ქ. ონი, ვახტანგ მე-6 ქ. N10
მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე – 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.