/17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა

Spread the love

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. 

ეს 1 446 218 ადამიანია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა; 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – 36.71%; 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 42.04%; 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 


Spread the love