საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
“მაქსიმალურად გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.” – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.
გარდა ამისა, კვების ობიექტები ღამის 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, ვეღარ გაიმართება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.