/მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა

მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა

Spread the love

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინაცია ინფიცირებიდან 120 დღეში იყო შესაძლებელი, თუმცა ვადები ამ კვირაში შემცირდება და კოვიდგადატანილ მოქალაქეებს აცრა უფრო სწრაფად შეეძლებათ.

“მოგეხსენებათ, ინფიცირებიდან 120 დღეა აცრის დაშვებული. ახლა, ამ კვირაში შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე, ამიტომ, ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.


Spread the love