/საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 979 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 711, „პისიარ“ ტესტით – 15 268.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,17 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,86 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 386 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 363 318 გამოჯანმრთელდა, 5 538 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 345 295 ადამიანი, დღიურად აცრილია 10 492.

კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 135 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 008 პირი.


Spread the love