დღეს 7 ივნისს , ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა Covid-19-ის სადიაგნოსტიკო 60 ტესტირება , გამოვლინდა 18 დადასტურებული შემთხვევა.
კორონავირუსის დადებითი შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი ჭრებალოში,ასევე ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ სოფლებში:ჭელიაღელე,ნიკორწმინდა,აგარა,უყეში და წესი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 177 პირი.
ბინაზე მკურნალობას გადის 51 ადამიანი.
სტაციონარში იმყოფება 8 პაციენტი.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ