დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ; ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.