დღეიდან, საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოვაკით” ვაქცინაციის პროცესი იწყება. “სინოვაკი” “სინოფარმის” მსგავსად ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენება.
საქართველომ ჩინეთისგან აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.
“სინოვაკის” შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა 21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ. “სინოვაკის” ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია.
- აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522