/რიტუალური ხასიათის გართობა-სანახაობათა რიგს განეკუთვნება, წინარე ქრისტიანული ხანის დღესასწაული ჭიაკოკონობა

რიტუალური ხასიათის გართობა-სანახაობათა რიგს განეკუთვნება, წინარე ქრისტიანული ხანის დღესასწაული ჭიაკოკონობა

Spread the love

 

რიტუალური ხასიათის გართობა-სანახაობათა რიგს განეკუთვნება, წინარე ქრისტიანული ხანის დღესასწაული ჭიაკოკონობა . „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბას განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს

ჭიაკოკონობას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აღნიშნავენ. მას გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ხევსურეთში „კუდიანთ წუხრას“, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას

ქართლში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აღნიშნული დღესასწაული წელიწადში ერთხელ, ვნების კვირის ოთხშაბათს აღინიშნება.
დაღამებისას, უბნებში, ქუჩებში და ეზოებში, სპეციალური ძეძვით („კუწკუწა“) გააჩაღებდნენ კოცონს და ხმამაღალი შეძახილებით („არული კუდიანები“, „არული კუდიანები“) სამჯერ მაინც გადაახტებოდნენ ცეცხლს

ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით, ხალხის მეხსიერებაში ერთი გადმოცემაა შემონახული: „თითქოს, წელიწადში ერთხელ, ავი სულები იალბუზის მთაზე იკრიბებოდნენ. მათი მსჯელობის საგანი ადამიანებისათვის ზიანის მიყენება ყოფილა. კუდიანებისაგან თავდასაცავად, ადამიანებს ცეცხლის დანთება გადაუწყვეტიათ, რადგან ცეცხლი, წარმართული მრწამსით, ცოდვებისაგან განწმენდისა და ავი სულებისაგან თავდასაცავ საშუალებად მიიჩნეოდა

რაჭაში დიდ ოთხშაბათს მხოლოდ სადილობამდე შეიძლებოდა მუშაობა უფრო ვენახში, ნასადილევს აღარ იმუშავებდნენ


Spread the love