2021 წლის 24-25-26 აპრილს , ამბროლაურის რაიონში გაკეთდა Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო 30 სწრაფი მარტივი ტესტი,პისიარი კი 2. დადებითი შემთხვევა დაუდასტურდა 2 ადამიანს, ორივე პიროვნება ჩამოსულია თბილისიდან დაავადებულ მდგომარეობაში.
სულ დადებითი შემთხვევის რაოდენობა არის 182, აქედან გადაყვანილია სტაციონაში 8 პიროვნება; მკურნალობს ბინაზე 32; გამოჯანმრთელდა 140 და გარდაიცვალა 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 143 ადამიანი.
25-26 აპრილს Covid-19 -ის ვაქცინა “ასტრაზენეკათი” აიცრა 26 ადამიანი, სულ აცრილთა რაოდენობა შეადგენს 74, ყველა მათგანი თავს გრძნობს კარგად, რაიმე სერიოზულ გართულებას ადგილი არ ჰქონია.
მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან დღემდე Covid-19 დაუდასტურდა 72 ადამიანს, გარდაიცვალა 2.
ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ აცრა არის უსაფრთხო , ხოლო დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა გართულება და სამწუხაროდ ზოგჯერ დგება ლეტალური გამოსავალი .