/სააღდგომო დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება

სააღდგომო დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება

Spread the love

სააღდგომო დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვები წესდება მუნიციპალურ ტრანსპორტზე, კერძოდ, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა იზღუდება, ჩაიკეტება ადგილზე მისასვლელი გზები.


Spread the love