საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 919, „პისიარ“ ტესტით – 11 882.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,14%, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 292 244 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 389 გამოჯანმრთელდა, 3 908 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 24 917 პირი, დღიურად აცრილია – 1 424 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 292244 , ბოლო 24 საათში – 1030
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 279389 , ბოლო 24 საათში – 706
- მათ შორის გარდაცვლილი – 3908 , ბოლო 24 საათში – 7
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 32801, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20919, PCR ტესტით – 11882
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,14%, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%
- სულ აცრილია – 24917, დღიურად აცრილია – 1424
- კარანტინის რეჟიმში – 155
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2616
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 394