მარიამ ჯაფარიძე, არის ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (English Access Micro-scholarship Program)’’ACCESS”-ის მესამე თაობის კურს დამთავრებული და სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მარიამი ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის გაცვლითი კონკურსის გამარჯვებული გახდა და სამი კვირით გაემგზავრება ამერიკაში. კალიფორნიაში. Diablo Valley College-ში.
,,ACCESS“ – ის პროგრამას – ,,პროექტი ჰარმონია“( PH International) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში 24 ლოკაციზე ანხორციელებს, მათ შორის 2013 წლიდან პროგრამის პარტნიორია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“-დირექტი ნანა სოხაძე, პედაგოგი თამარ მურუსიძე, ახალგაზრდული პროგრამებების კოორდინატორი გიორგი ლუხუტაშვილი.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა სრულიად უფასოდ, ორი წლის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების( 13 დან 17 წლამდე) ახალგაზრდებისთვის.
გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს, განავითარებენ ლიდერის თვისებებს.