/ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 524 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 078, „პისიარ“ ტესტით – 9 446.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,66%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო შვიდი დღის – 2,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 290 129 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 251 გამოჯანმრთელდა, 3 894 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 205, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 323 პირი.

ამასთან, 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.


Spread the love