ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მის კანდიდატურაზე მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა.
,,ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის,ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა მიიღო სწრაფი გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარტიის თავჯდომარეს და გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე,
ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას რომელიც აუცილებელია რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება კონსტიტუციის ფარგლებში „- ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.