დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – რვა, სამცხე-ჯავახეთი – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14.
229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 878 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266948 , ბოლო 24 საათში – 486
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 259727 , ბოლო 24 საათში – 499
- მათ შორის გარდაცვლილი – 3390 , ბოლო 24 საათში – 13
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12628, PCR ტესტით – 6564
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,53%, ბოლო 14 დღის – 2,8%, ბოლო 7 დღის – 2,4%
- კარანტინის რეჟიმში – 242
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1828
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 229