საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, „პისიარ“ ტესტით – 2 706.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 229 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 262228 , ბოლო 24 საათში – 204
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 254350 , ბოლო 24 საათში – 736
- მათ შორის გარდაცვლილი – 3298 , ბოლო 24 საათში – 15
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 6593, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3887, PCR ტესტით – 2706
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%
- კარანტინის რეჟიმში – 446
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2229
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 295