საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 335 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 591, „პისიარ“ ტესტით 7 744.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, 3 269 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 261620 , ბოლო 24 საათში – 602
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 252815 , ბოლო 24 საათში – 569
- მათ შორის გარდაცვლილი – 3269 , ბოლო 24 საათში – 11
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18335, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10591, PCR ტესტით – 7744
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,28%, ბოლო 14 დღის – 3,98%, ბოლო 7 დღის – 3,74%
- კარანტინის რეჟიმში – 485
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2231
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 295