/,,დაახლოებით ერთი წელი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია”-ამირან გამყრელიძე

,,დაახლოებით ერთი წელი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია”-ამირან გამყრელიძე

Spread the love

ვფიქრობ, როდესაც აიცრება მოსახლოების 60-70 პროცენტი და ჩამოყალიბდება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, შეიძლება იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წელი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია.

„რას ეძახით ჩვეულებრივ რიტმს, რომ პირბადეს მოვიხსნით? ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და ჩამოყალიბდება ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, შეიძლება იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. მაგრამ პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც თქვენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ეძახით, მე ვფიქრობ, სადღაც მომავალი წლისთვის, ანუ კიდევ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება საქართველოს კი არა, მთლიანად მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“, – აღნიშნა გამყრელიძემ


Spread the love