საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 250 289 გამოჯანმრთელდა, 3 208 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობას 2520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 259209 , ბოლო 24 საათში – 858
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 250289 , ბოლო 24 საათში – 580
- მათ შორის გარდაცვლილი – 3208 , ბოლო 24 საათში – 14
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 17271, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11459, PCR ტესტით – 5812
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% - კარანტინის რეჟიმში – 480
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2520
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 283