/საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება

Spread the love

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება.

შეზღუდვების მოხსნა ეხება:

  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა;
  • ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები და სავაჭრო დაწესებულებები;
  • მხოლოდ აჭარაში, კვების ობიექტები 1 თებერვლიდან შეძლებენ მომხმარებლების ღია სივრცეში მიღებას;
  • 1 თებერვლიდან შეზღუდვა იხსნება რეგულარულ ფრენებზე;

თებერვალში, შაბათ-კვირას, მობილობის შესამცირებალდ, ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.

შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება:

  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და სამთო კურორტებს;
  • ბაღების, პროფსასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს, რომელთა გახსნა 1 მარტამდე არ იგეგმება;
  • ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება;
  • ისევ უცნობია, როდის გაიხსნება თეატრები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დახურეს

 


Spread the love