საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 892 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 267 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 855, პისიარ-ტესტით – 7 412.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 252 972 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 240 629 გამოჯანმრთელდა, 3 038 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 302 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 444-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 252972 , ბოლო 24 საათში – 998
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 240629 , ბოლო 24 საათში – 1892
- მათ შორის გარდაცვლილი – 3038 , ბოლო 24 საათში – 16
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 16267, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8855, PCR ტესტით – 7412
- კარანტინის რეჟიმში – 530
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3302
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 444