/ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურად იმუშავებენ

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურად იმუშავებენ

Spread the love

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქალაქებში შაბათ-კვირას კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

„იმისთვის, რომ  დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

ძალაში რჩება სხვა ყველა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება, ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარბელთა რიგების დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია.


Spread the love