საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 808, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 244612 , ბოლო 24 საათში – 1357
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 228359 , ბოლო 24 საათში – 748
- მათ შორის გარდაცვლილი – 2867 , ბოლო 24 საათში – 21
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15891, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8767, PCR ტესტით – 7124
- კარანტინის რეჟიმში – 469
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3780
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 638