ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია, ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავცრცელებს.
ამ დროისთვის სოფელში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.
ფოტო: თამო ჩიხრაძე