საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.
1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 6 451 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 პირი, თვითიზოლაციაში კი 35 123.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 222143 , ბოლო 24 საათში – 538
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 206313 , ბოლო 24 საათში – 2766
- მათ შორის გარდაცვლილი – 2418 , ბოლო 24 საათში – 41
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1955, PCR ტესტით – 2814
- კარანტინის რეჟიმში – 427
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5624
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1311