საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 212526 , ბოლო 24 საათში – 3064
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 188408 , ბოლო 24 საათში – 3740
- მათ შორის გარდაცვლილი – 2182 , ბოლო 24 საათში – 42
- კარანტინის რეჟიმში – 470
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6358
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1671