სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა ოფიციალური გადაწყვეტილება რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსა და მსოფლიოს ანტისანდოპინგო სააგენტოს საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ოთხიდან ორ წლამდე შეამცირა დისკვალიფიკაცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰქონდა გამოტანილი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. ასე რომ, რუსი სპორტსმენები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე 2022 წლის 16 დეკემბრამდე ვერ შეძლებენ საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლას.
ეს სანქციები შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, აგრეთვე, ტოკიოს ოლიმპიადასა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას.ამასთან, რუსეთს არ ჩამოართმევენ ფეხბურთში ევრო 2020-ის და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლებას.
გარდა ამისა, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სტატუსი ჩამოართა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს და მას 1.27 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.