საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 150 461-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 636, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 268, გურია – 82, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც: 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 966, აჭარაში – 962, იმერეთში – 1 358.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 183099 , ბოლო 24 საათში – 4146
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 150461 , ბოლო 24 საათში – 2129
- მათ შორის გარდაცვლილი – 1694 , ბოლო 24 საათში – 37
- კარანტინის რეჟიმში – 1017
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6881
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3400