საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 50 544 პირი.
6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 11 227 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 147636 , ბოლო 24 საათში – 4260
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 124568 , ბოლო 24 საათში – 2947
- მათ შორის გარდაცვლილი – 1387 , ბოლო 24 საათში – 45
- კარანტინის რეჟიმში – 1974
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6561
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3867