დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა.
ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 143376 , ბოლო 24 საათში – 4033
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 121621 , ბოლო 24 საათში – 4061
- მათ შორის გარდაცვლილი – 1342 , ბოლო 24 საათში – 39
- კარანტინის რეჟიმში – 1980
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6397
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3798