/“დღეს, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდ. სეზონური გრიპი ჯერ არ ცირკულირებს” -პაატა იმნაძე

“დღეს, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდ. სეზონური გრიპი ჯერ არ ცირკულირებს” -პაატა იმნაძე

Spread the love

 

სეზონური გრიპი ჯერ არ არის, დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 % არის კოვიდი, –  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.

„შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს“,-განაცხადა იმნაძემ.

ასევე, იმნაძის თქმით, რესურსი იმისა, რომ PCR ტესტირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს არ არსებობს და ძალისხმევა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებისაკენ უნდა მიმართონ.


Spread the love