საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 114889 , ბოლო 24 საათში – 3071
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95581 , ბოლო 24 საათში – 3366
- მათ შორის გარდაცვლილი – 1085 , ბოლო 24 საათში – 34
- კარანტინის რეჟიმში – 2071
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6145
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3723
.