საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 92 215 გამოჯანმრთელდა, 1 051 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 6192 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3739 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 111818 , ბოლო 24 საათში – 3128
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 92215 , ბოლო 24 საათში – 3045
- მათ შორის გარდაცვლილი – 1051 , ბოლო 24 საათში – 39
- კარანტინის რეჟიმში – 2102
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6192
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3739