ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება – ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი, რაც სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
COVID-19-ის საერთო შემთხვევების რიცხვით, საქართველო უკვე უსწრებს ჩინეთს სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს; აზერბაიჯანს, რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონია და 10.7 მილიონიან საბერძნეთსაც.
Stopcov.ge-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან – ანუ 26 თებერვლიდან – ქვეყანაში 104 732 ადამიანი ინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 104732 , ბოლო 24 საათში – 4048
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 85639 , ბოლო 24 საათში – 3856
- მათ შორის გარდაცვლილი – 976 , ბოლო 24 საათში – 49
- კარანტინის რეჟიმში – 2159
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449