დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 93 092 შემთხვევა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 256 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 538, ქვემო ქართლში – 243, შიდა ქართლში – 175, გურიაში – 127, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 304, კახეთში – 238, მცხეთა-მთიანეთში – 91, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – რვა, იმერეთში – რვა, შიდა ქართლში – ერთი, ქვემო ქართლში – სამი, ხოლო კახეთში – ორი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 853 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 93092
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 73877
- მათ შორის გარდაცვლილი – 853
- კარანტინის რეჟიმში – 2186
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5833
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3518