საქართველოში კორონავირუსის 3 443ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 763, კოვიდსასტუმროში – 3 435.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 89395
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 71468
- მათ შორის გარდაცვლილი – 815
- კარანტინის რეჟიმში – 2370
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5763
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3435