დღეს 17 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 9 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან, ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ჭელიაღელე, ზედა შავრა, სადმელი,თლუღი, ხვანჭკარა და ძირაგეული.
ამ დროისთვის ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 220 ადამიანი.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის საავადმყოფოს მენეჯერის – ეკა მურუსიძის მიერ.
შეგახსენებთ რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი კი გარდაიცვალა.