ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 76 658
- გამოჯანმრთელებულია – 58 674
- გარდაცვლილია – 669
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 425
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 361
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 34 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.