/კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალ პროტოკოლში ცვლილებაა

კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალ პროტოკოლში ცვლილებაა

Spread the love

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.

ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი თავყრილობისგან თავი შეიკავონ.

„ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები – იქნება ეს სასიხარულო, თუ დაკავშირებული იგივე გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც ტრადიციული გვაქვს. ამიტომ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველმხრივ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


Spread the love