დღეს 11 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 9 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; წესი, ძირაგეული, ჭელიაღელე, ბოსტანა და ხვანჭკარა.
ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 111 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.