გასული 24 საათის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
დადასტურებული შემთხვევები გვაქვს შემდეგ სოფლებში:ხვანჭკარა, წესი,ნიკორწმინდა, ჭრებალო სადმელი და ქალაქი ამბროლაური.
თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 200 -მდე პიროვნება იმყოფება და სავარაუდოდ მონაცემები გაიზრდება.
ამ დროის მონაცემებით სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში COVID19 დადასტურებული შემთხვევა რაოდენობამ 92 მიაღწია.