დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლი იყო.
,,ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით და დაკავებული იყო 4500. ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება.
ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, მესმის, რომ რიგია, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, ამიტომ შემოვიდა ბინაზე დატოვების კრიტერიუმები და შემდგომ შემოვიდა შუალედური კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.