ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 495 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3450-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.