გიორგი გახარიას თქმით, დედაქალაქში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა და გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებელია. გახარია ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000-ს გადააჭარბებს.
პრემიერი კომპანიებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე:
“ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა – მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ“ – ამბობს გახარია.
გარდა ამისა, ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს 19 ოქტომბრიდან განაახლებენ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა