საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 52 გახდა.
ასევე დღეს 5 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 8 696
- გამოჯანმრთელებულია – 4 619
- მათ შორის გარდაცვლილია – 52;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 392;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.