სოფელ ჯოჭოში თედეროძეების ოჯახიდან დაკარგული ცოლ-ქმრის ცხედრები ნაპოვნია, ამდრომდე მეხანძრე მაშველები ეძებენ ოჯახის არასრულწლოვნ ბავშვს.
სამძებრო სამუშაოებს ართულებს კლიმატური პირობები და მობილიზებულია დამატებითი ძალები.
თედორაძეების ოჯახის ახლობლების თქმით ოჯახმა არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას ,რადგან ისინი გეოლოგიურად საშიშ ზონაში ცხოვრობდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავჯდომარე იმყოფებოდა და გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ,რიჟვაძის განაცხადებით აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და თუ დადასტურდა რომელიმე სამსახურის მხრიდან გულგრილობას, იქნება უმკაცრესი რეაგირება.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე საათის წინ მეხანძრე მაშველებმა ამოასვენეს ორი მამაკაცის ცხედარი სტიქიის ზონიდან, ორივე იმ ავტომობილის მგზავრია რომელიც მიწის მასამ გუშინ მოიყოლა.